ჰეიდარ ალიევი აზერბაიჯანული ენის სესახებ
15 ივნისი აზერბაიჯანის ხსნის დღეა
ჰეიდარ ალიევი აზერბაიჯანული ენის სესახებ
***
ჩვენი მშობლიური ენა დამოუკიდებელი აზერბაიჯანისა და აზერბაიიჯანელი ხალხის დიდი ეროვნული საუნჯეა
***
ნებისმიერ ენას აცოცხლებს და ავითარებს ხალხი, რომელიც ამ ენაზე ლაპარაკობს. ჩვენი ენა მდიდარია. ულევი სიტყვის მარაგი გააჩნია. პირადად მე მიყვარს ეს ენა.
***
აზრებაიჯანული ენა მთავარი ფაქტორია, რომელიც ჩვენი ხალხის ეროვნულ არსს განსაზღვრავს.
***
ახალგაზრდობამ კარგად უნდა იცოდეს ჩვენი ენა, კულტურა და სულიერი ფასეულობებანი.
***
ფიზულის ერთ-ერთი დიდი დამსახურება ისიცაა, რომ მიუხედავად მაშინდელი და შემდეგდროინდელი ძნელბედობისა, აცოცხლა და ააღორძინა მშობლიური ენა.
***
აზერბაიჯანის ნებისმიერი მოქალაქე, ნებისმიერი აზრებაიჯანელი უნდა ფლობდეს მშობლიურ აზერბაიჯანულს -- სახელმწიფო ენას.
***
როგორც ყველაგან, აზერბაიჯანშიც აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნულ თვითმოყოფადობას მისი მშობლიური ენა განსაზღვრავს.
***
მემაყება, რომ აზერბაიჯანული ენა, რომელიც თურქულ ენათა ჯგუფს განეკუთვნება, ასეთი მდიდარი და მრავალფეროვანია. ნებისმიერ აზრს, რომელიც ცხოვრების სხვადასხვა სფეროს ეხება, თავისუფლად გამოვთქვამთ მშობლიურ ენაზე.
***
ხალხი, რომელსაც მდიდარი ენობრივი კულტურა აქვს, უკვდავია და დიდი მომავალი გააჩნია. ამიტომაც ნებისმიერი აზერბაიჯანელი თვალის ჩინივით უნდა გაუფრთხილდეს და მზრუნველობა არ მოაკლოს ამ უძვირფასეს ეროვნულ საუნჯეს. ეს მისი უწმინდესი მოქალაქეობრივი ვალია.
***
დღეს ამაყად შემიძლია განვაცხადო, რომ აზერბაიჯანულმა ენამ XX საუკუმეში განვითარების დიდი გზა განვლო. ნახეთ, ჩვენი ენა როგორი მდიდარი და ტკბილხმოვანია და ნევისიმიერი აზრის გამოსახატავად რა მდიდარი სიტყვის მარაგი გააჩნია. ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რომ აზერბაიჯანული ენა განვითარდეს და მოიცვას მთელი აზერბაჯანი.
***
საუკუნეების განმავლობაში ჩვენს ხალხს მრავალი ძნელბედობა გამოუვლია, მაგრამ თავისი თვითმოყოფადობა, ეროვნული თავისებურება და ენა არ დაუკარგავს.
***
დღეს ჩვენ, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, როგორც თავისუფალი ხალხი ვამაყობთ მშობლიული აზერბაიჯანული ენით.
***
აზერბაიჯანული ენა გვაერთიანებდა წარსულში, გვაერთიანებს დღეს და მომავალშიც იგი იქნება ჩვენი ერთიანობის გარანტი.
***
ნებისმიერი ხალხის ეროვნულობასა და სულიერ ფასეულებებს იცავს და ავითარებს მისი ენა.
***
ადამიანები, რომლებიც მშობლიურ ენას ვერ ფლობენ, ხეიბრები არიან.
***
ჩვენს წინაპრებს უნდა ვუმადლოდეთ, რომ სხვადასხვა სასულთანოების, ხალიფატებისა და სახელმწიფოების ექსპანსიების მიუხედავად გადაარჩინეს და დაამკვიდრეს ჩვენი ენა. იგი ხალხმა გადაარჩინა.
***
ჩვენ, როგორც ერი, თურქული ხალხების ოჯახს განვეკუთნებით. მაგრამ ამ ოჯახს მრავალი განშტოება გააჩნია. მისი ერთ-ერთი განშტოება აზერბაიჯანული ენა გახლავთ. ჩვენ ეს დავადასტურეთ და ხალხის მიერაც იქნა აღიარებული.
***
ნებისმიერ ერისათვის ძვირფასია მშობლიური ენა. ჩვენთვის კი აზერბაიჯანული, ჩვენი მშობლიური ენა უაღრესად სანუკვარია. დიდი ხნის განმავლობაში აზერბაიჯანული ენა ასე ფართოდ არ იყო დამკვიდრებული ჩვენს ყოფა-ცხოვრებაში. მიუხედავად ამისა ნებისმიერმა აზერბაიჯანელმა თავისი გარკვეული წვლილი შეიტანა ამ ენის დაცვასა და დამკვიდრებაში. იმ მძიმე წლებში აზერბაიჯანული ენის დაცვისა და განვითარების საქმეში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ჩვენმა მწერლებმა, ლიტერატორებმა და პოეტებმა.
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.