ცნობილი აზერბაიჯანელი მწერალი აფაგ მესუდი წერილობით პასუხობს რუსეთის ტელეწამყვანს იმ მცდარი მოსაზრებების გამო, რომლებიც მან სომხეთის საზოგადოებრივ ტელე-არხზე გააჟღერა
რუსეთის I არხის გადაცემა
„პოზნერის“ ავტორს
ვლადიმერ პოზნერს.
ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ,
მერწმუნეთ, ამ წერილს წრფელი გულით გწერთ.
ახლახანს სოციალურ ქსელში შემთხვევით გავეცანი თქვენს იმ გამოსვლას, სადაც აღიარებთ, რომ სულით და გულით მუდამ სომხების გვერდით ხართ და ოცნებად გაქვთ ქცეული, ძირძველი აზერბაიჯანული რეგიონი მთიანი ყარაბახი მოინახულლოთ.
სანამ ძირითად სათქმელზე გადავიდოდე, მინდა გითხრათ, რომ აზერბაიჯანში თქვენ ყოველთვის გაფასებდნენ როგორც გამორჩეულად მოაზროვნე ნიჭიერ ტელეწამყვანს; ანალიტიკური ნიჭითა და მოვლენებისადმი არაორდინალური და სამართლიანი მიდგომით ყოველთვის იმსახურებდით აზერბაიჯანელების სიყვარულს. თუ არ ვცდები, არც თქვენ გქონიათ რაიმე პრობლემა აზერბაიჯანსა და აზერბაიჯანელებთან მიმართებაში. მაგრამ ვერაფრით გავიგე რას უკავშირდება თქვენი მწარე ირონია, რომლითაც ვითომ აქილიკებთ აზერბაიჯანისათვის არასასურველი პერსონების სიას. და ეს ვრცელდება როგორც აზერბაიჯანის მარცხის ტოლფასი ფაქტი. ასევე გონივრული ახსნა ვერ მოვუძებნე სომხებისადმი თქვენი ერთგულების ფიცი-მტკიცს, რომელსაც ბავშური სიჯანჯლის ელფერიც კი დაჰკრავდა. ეს არ გახლდათ პოზნერისეული ღრმა ანალიტიკური მსჯელობა და აზროვნების სტილი.
თქვენის აზრით ამით აზერბაიჯანელები გაანაწყენეთ; ან თუ გგონიათ, რომ ამგვარი განცხადებებით აზერბაიჯანელები გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდეთ?
არ გამტყუნებთ, ალბათ დრო და საამისო სურვილი არ გაგაჩნიათ, რომ გაეცნოთ ყარაბახის ისტორიულ რუკებსა და ასობით საერთაშორისო დოკუმენტს, რომელიც ცალსახად აცხადებს, რომ ყარაბახი აზერბაიჯანის ისტორიული ტერიტორია და მისი განუყოფელი ნაწილია. თანაც დრო სწრაფად გადის? მოცალეობა არ გაქვთ, სომხეთში კი თქვენი წიგნი დაისტამბა, გილოცავთ. მაგრამ ყველაფერი ეს და კიდევ ის, რომ მსოფლიოში სახელმოხვეჭილი ჟურნალისტი, კალმოსანი ხართ, არ გაძლევთ იმის უფლებას, ასე აგდებულად და ირონიულად მოიხსენიოთ აზერბაიჯანელი ხალხის მძინე ეროვნული ტკივილები, იმავე ყარაბახში სასტიკად ამოხოცილი ჩემი ათასობით თანამემამულე-- ქალები, ბავშვები და მოხუცები--, უსახლკაროდ დარჩენილი დევნილები და ბოლოს დღესაც ტყვეობაში მყოფი ღირსებააყრილი აზერბაიჯანელები, რომელთა ფუნდამენტური ადამიანური უფლებები ყოველდღიურად უხეშად ირღვევა. და ყოველივე ამის შემდეგ სულით და გულით ვისთან ხართ, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს არც აზერბაიჯანელებისათვის და არც ყარაბახის საკითხის ჭეშმარიტი არსისათვის.
გასაკვირვი არ არის, რომ ბოლო ჟამს მისტიკურად აჩქარებული დრო ხორბლით სავსე უზარმაზარი საცერივით არხევს დედამიწას და თეთრსა და შავს, ავსა და კარგს, მტერსა და მოყვარეს ელვის სისწრაფით არჩევს და თავ-თავის ადგილს მიუჩენს. ამ წლების განმავლობაში თქვენთანაც და ჩვენთანაც ინტელიგენციის არაერთი ვითომ გულმართალი და პირმზიანი წარმომადგენელი გამოარჩია ამ საცერმა. და ჩვენ მოწმენი გავხდით, თუ ისინი როგორ ჩაილექნენ ჟამის უძირობაში. ეს სამწუხაროცაა და გასაოცარიც. ნიჭიერი, სამართლიანი და კეთილსინდისიერი ადამიანების დროის ულმობელ მარწუხებში გადაგვარება და სულიერი უმწეობით გამოწვეული მეტამორფოზა სინანულისა და მძიმე სევდის მეტს არაფერს იწვევს.
თავს გაუფრთხილდით, ბატონო პოზნერო, დრო და ჟამი არ პატიობს უსამართლოებს.
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.