აზერბაიჯანის საერთოეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის გამოსვლა ხოჯალოს გენოციდთან დაკავშირებით

აზერბაიჯანის საერთოეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის  გამოსვლა ხოჯალოს გენოციდთან დაკავშირებით

1995 წელი, 26 თებერვალი

პატივცემულო თანამემამუულენო, პატივცემულო მუსლიმანებო!

დღეს ჩვენ აქ, თაზა ფირის მეჩეთში, ალაჰის სახლში გლოვის დღეესთან დაკავშირებით ვართ შეკრებილები. ჩვენ აქ ავღნიშნავთ ხოჯალოს გენოციდის, ამ საშინელი ტრაგედიის მესამე წლისთავს.

აზერბაიჯანელმა ხალხმა თავისი მრავალსაულუნოვანი ისტორიის მანძილზე არაერთი დიდი გამარჯვება იზეიმა, მრავალი მაღალი მწვერვალი დაიპყრო და გაამდიდრა მსოფლიო კულტურა. მუსლიმანურმა სამყარომ მსოფლიო კულტურას შესძინა ისეთი წმინდა წიგნი, როგორიცაა ყურანი. აზერბაიჯანელ ხალხს თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე არაერთი ძნელბედობა გამოუცდია და არაერთი ტრაგედიაც გადაუტანია. ერთ-ერთი ასეთი ტრაგედია გახლავთ სომეხი დამპყრობლების, სომეხი აგრესორების მიერ ჩვენი ხალხის წინააღმდეგ წარმოებული აგრესია და ამ აგრესიის შედეგად ჩვენი მიწების გახლეჩა, მისი ერთი ნაწილის მიტაცება, ჩვენი თანამემამულეების ჟლეტა და უდანაშაულო აზერბაიჯანელების სისხლისღვრა. მაგრამ ამ საერთო ტრაგედიებში ხოჯალოს ტრაგედია ყველაზე უფრო სასტიკია, ყველაზე ღრმა ჭრილობაა. ისტორიის მანძილზე ადამიანის მიერ ადამიანის წინააღმდეგ ვანდალური მხეცობის არაერთი შემთხვევა ყოფილა. გენოციდიც მსოფლიოს არაერთ ადგილას განხორციელებულა. სომეხი დამპყრობლების მიერ აზერბაიჯანელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი გენოციდი მათშორის ერთ-ერთი ყველაზე უსასტიკესია. აზერბაიჯანელ ხალხს ღრმა იარები მიაყენა გენოციდებმა, რომლებსაც სომეხი აგრესორები სჩადიოდნენ დიდი ხნის მანძილზე, შეიძლება ითქვას მთელი  XX საუკუნის განმავლობაში. მათშორის ყველაზე დიდი, ყველაზე ღრმა ხოჯალოს ტკივილი და ჩვენს წინააღმდეგ წარმოებული ომია, რომელიც აგერ უკვე ექვსი წელია მიმდინარეობს.

ომი სომეხმა აგრესორებმა წამოიწყეს. აზერბაიჯანელი ხალხი კი თავის მიწებს იცავს. ეჭვგარეშეა, რომ ომში სისხლიც იღვრება, მსხვერპლის გაღებაც გვიწევს და ათასგვარ გასაჭირსაც ვუძლებთ. მაგრამ ექვსწლიანი ომის ყველაზე მძიმე და შავი ფურცელია ხოჯალოს გემოციდი, რომელიც სომეხმა დამპყრობლებმა სამი წლის წინ განსაკუთრებული სისასტიკით განახორციელეს ხოჯალოს მშვიდობიანი მოსახლეობის -- ქალების, ბავშვების, მოხუცებისა და სნეულების წონააღმდეგ.

ხოჯალოს მოვლენები იმაზეც მეტყველებს, რომ სომხებს მხოლოდ ჩვენი მიწების დაპყრობა როდი აქვთ განზრახული, ისინი ასევე ადგანან მხეცურ გზას და განზრახული აქვთ აზერბაიჯანელი ხალხის გენოციდი. მათი ეს განზრახვა ხოჯალოს მოვლენებში ნათლად გამოიკვეთა.იმ საშინელ ღამეს აზერბაიჯანელ ხალხს ხიშტი ჩასცეს გულში. იმ ხიშტის გამო ჩვენ დღემდე ვგმინავთ. ეს იარა ჯერ არ განკურნულა, ჯერ პირი არ შეუკრავს, ეს  ჭრილობა ჩვენს გულში მარად უკურნებელი იქნება. როგორც ავღნიშნე, სისასტიკე, რომელიც სომეხმა აგრესორებმა გამოიჩინეს -- ღამით თავს დაესხნენ მშვიდობიან მოსახლეობას და ადგილზევე დაუნდობლად ამოჟლიტეს ქალი და ბავშვი, მოხუცი და ავადმყოფი და მათ ენით აღუწერელი ტანჯვა-წამება მიაყენეს, --  ჩვენი მტრების უკიდურეს მხეციბასა და გაავებაზე მეტყველებს.

კაცობრიობის ისტორიაში შევიდა და მარად დარჩება ხოჯალოს გენოციდი, როგორც სომხების აგრესია ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, მათი მხეცობა და ადამიანის წინააღმდწგ ყველაზე არაკცური მეთოდების გამოყენება ფაქტი. ისინი, ვინც იმ ღამეს დაიღუპნენ, სიცოცხლეს გამოესალმნენ, აზერბაიჯანის ძვირფასი მოქლაქეები არიან, ისინი შეეწირნენ ჩვენი რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენი ხალხის ეროვნული თავისუფლებისათვის წარმოებულ ბრძოლას და ამ დიადი საქმის შახიდები არიან. ის, რომ ისინი ტრაგიკულად დაიღუპნენ, აზერბაიჯანელი ხალხის გმირულ სულზე, უდრეკობასა და გამბედაობაზე ნეტყველებს.

ექვსწლიანი ომის მანძილზე ჩვენ მრავალი მსხვერპლი გავიღეთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხოჯალოს შეხიდებიც აზერბაიჯანის ის მოქალაქეები არიან, რომელთაც თავი გასწირეს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისათვის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისათვის. დღეს ჩვენ აქ მათ მოვიგონებთ, თავს ვხრით მათი სულების წინაშე და ვლოცულობთ მათთვის. მე სრულიად აზერბაიჯანელი ხალხის სახელით, აზერბაიჯანის სახელმწიფოს სახელით ამ გლოვის ჟამს ვუსამძიმრებ ჩვენს ხალხს იმ ტრაგიკული მოვლენების გამო. ღმერთმა აცხონოს ხოჯალოს შეხიდების სულები. ღმერთმა აცხონოს ყველა ჩვენი შეხიდის სული. ღმერთმა მოთმინება და გაძლება მისცეს ხოჯალოს შეხიდების ოჯახებს. ღმერთმა მოთმინება მისცეს, რომ ჩვენ თავი დავაღწიოთ ამ უბედურებას, უზრუნველვყოთ დამოუკიდებელი აზერბაიჯანის სრული დამოუკიდებულება და ტერიტორიული მთლიანობა, მრავალჟამიერ ავაღორძინოთ დამოუკიდებელი აზერბაიჯანი.

ხოჯალოს ტრაგედია ჩვენი ტკივილია, ჩვენი დარდი და ჩვენი საწუხარია. თუმცა ამავე დროს აზერბაიჯანელი ხალხის ბრძოლის გზა და ეროვნული დამოუკიდებლობის გზა, რომელსაც საუკუნეების მანძილზე ადგას ჩვენი ხალხი, დიადი გზაა. ამ გზაზე წარსულშიც არაერთი დაბრკოლება ყოფილა. სიძნელეები და დაბრკოლებები დღესაც არსებობს. მაგრამ აზერბაიჯანელი ხალხის ნებისყოფა ვერფერმა გატეხა და ვერც გატეხავს. ჩვენ ამგვარი მოვლენებიდან ის დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, რომ მომავალში უფრო შეუპოვრები, უფრო უდრეკნი და უფრო მეტად ერთიანი ვიყოთ. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ისე როგორც ჩვენ ჩვენი ბედის ბატონ-პატრონები ვართ, ასევე  უნდა ვაშენოთ ჩვენი დამოუკიდებულება, ვიაროთ გზით, რომელიც უფალმა გვიბოძა და გადავლახოთ ყველა დაბრკოლება.

ამიტომაც დღეს ჩვენ უნდა ვილოცოთ და უფალს შევავედროთ ყველა შეხიდის სული, მაგრამ ამავე დროს წელგამართულნი და უდრეკნი უნდა ვიყოთ. რამდენადაც მწუხარენი ვართ, იმდენადვე ოპტიმისტები უნდა ვიყოთ, ხვალინდელ დღესა და მომავალს იმედის თვალით უნდა შევხედოთ, იმედიანად უნდა ვიცხოვროთ. დარწმუნებული ვარ, რომ აზერბაიჯანელი ხალხი ამ მძიმე ეტაპებსაც გაივლის. სიძნელეები მხოლოდ ომთან, ჩვენი მიწების ოკუპაციასა და ჩვენი ლტოლვილების მძიმე პირობებთან როდია რაკავშირებული. ახლა ჩვენი ხალხი გარდამავალ პერიოდშია. განვიცდით სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისს. ადამიანების ცხოვრებასა და საყოფაცხოვრებო გარემოში მრავალი სიძნელეა. მაგრამ ჩვენი ხალხი საუკუნეების მანძილზე უძლებდა ასეთ სიძნელეებს, ლახავდა მათ, ამიტომაც არსებობს დღეს ათასწლეულთა ქარტეხილებში გამობრძმედილი და მრავალჟამირ იქნება იგი.

რწმენა არ უნდა დავკარგოთ, არ უნდა გადავუხვიოთ ჩვენს მიზანსა და გზას. გზა, რომელსაც ჩვენ ვადგავართ, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების, დამოუკიდებელი აზერბაიჯანის სახელმწიფოს უკვდავების გზაა. ეს გზა გახლავთ ჩვენი სულიერი ფასეულებებისადმი, ტრადიციებისა და რელიგიისადმი, ენისა და ჩვენი ძირძველი ისტორიისადმი ერთგულების გზა. რამდენადაც ერთგულნი ვიქნებით ყველაფერ ამისადმი, იმდენად გავიგებთ დღევანდელი მძიმე ვითარების მიზეზებს, ერთმანეთს მხარში ამოვუდგებით, დავეხმარებით და სომეხ დამპყრობლებსაც აღვუდგებით წინ. ასე ერთ მუშტად შეკრულნი ჩვენს მიწებსაც გავათავისუფლებთ და ჩვენს ხალხსა და რესპუბლიკასაც გამოვიყვანთ კრიზისული მდგომარეობიდან.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გზა ღირსეული და მართალი გზაა. ეს გახლავთ გზა, რომელიც ჩვენი ხალხის უფლებასა და სანუკვარ სურვილს შეესაბამება. ჩვენ ამ გზით ვივლით. აზერბაიჯანის დამოუკიდებელ სახელმწიფოს სწამს ჩვენი ხალხის ერთიანობის, სჯერა მისი სიძლიერისა, და ჩვენი ეს ერთიანობა, სიძლიერე, უდრეკობა და გამძლეობა გამოგვიყვანს ამ მძიმე სიტუაციიდან.

მე კიდევ ერთხელ შევავედრებ მაღალ ღმერთს ხოჯალოს შეხიდების სულს, უფალმა ნათელი არ მოაკლოს მათ.  ღმერთს ვთხოვ აცხონოს ყველა შეხიდის სული. კიდევ ერთხელ მინდა დაგარწმუნოთ, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფო მტკიცედ დაიცავს ჩვენი ხალხის უფლებებს, დაიცავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და აზერბაიჯანელ ხალხს ამ მძიმე სიტუაციიდან გამოიყვანს.

 

და სხვა ...