გრძელდება აზერბაიჯანის სახელმწიფო თარგმანის ცენტრის შერჩევითი ტურები

მთარგმნელობითი საქმიანობის დახვეწისა და ამ სფეროში მოღვაწე დაოსტატებული სპეციალისტების გამოვლენის მიზნით აზერბაიჯანის სახელმწიფო თარგმანის ცენტრმა სტარტი მისცა მორიგ შერჩევით ტურებს.
აღნიშნული ტურები საზოგადოებრივ-პოლიტიკური, მეცნიერულ-ტექნიკური, ტურიზმის, ფინანსურ-ეკონომიკური, სასულიერო, სამედიცინო, სამართლის, სოციალური, მხატვრული თარგმანისა და ენების სფეროებს მოიცავს და ტარდება სერთიფიცირების საფუძველზე.
ტურებში მონაწილეობის მსურველებმა მიმდინარე წლის 30 სექტემბრამდე ცენტრის info@aztc.gov.az ელექტრონულ მისამართზე უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი საბუთები, ან გამოგზავნონ მისამართზე: ნასიმის რაიონი, ალიმარდან თოპფჩუბაშოვის ქუჩა №74.
წარსადგენი საბუთები:
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. CV;
შემიშვნა: 1. ცენტრის ელექტრონულ მისამართზე გამოგზავნილი საბუთების დანაყოფში - „თემა“- მითითებულ უნდა იქნას შერჩეული ენა და სფერო.
2.შერჩევით ტურებში მონაწილეობა ფასიანია.
საკონტაქტო ტელეფონი: (+994 12) 595-10-69 (შიდა ნომერი 107)
და სხვა ...
-
ცნობილი ქართველი პოეტი აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის პრემიით დაჯილდოვდა
ცნობილ ქართველ პოეტს და მთარგმნელს, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს მაყვალა გონაშვილს აზერბაიჯანულ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობების განვითარებაში შეტენილი წვლილისათვის აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის მიერ მთარგმნელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაწესებული სახელმწიფო თარგმანის (ცენტრალური) პრემია მიენიჭა.
-
ვიქტორია რომერო: „ცენტრსა და ლათინური ამერიკის ქვეყნების საელჩოებს შორის ერთობლივი პროექტები უნდა გაგრძელდეს“.
26 სექტემბერს სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრს ეწვია მექსიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში ქალბატონი ვიქტორია რომერო. შეხვედრაზე ისაუბრეს ცენტრის მიერ აზერბაიჯანში ლათინური ამერიკის ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული მთარგმნელობითი და საგამომცემლო პროექტების, საერთაშორისო ლიტერატურული ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაფართოების მიმართულებით გატარებული სამუშაოების შესახებ. განსაკუთრებით ხაზი გაესვა აზერბაიჯანში ლათინური ამერიკის ლიტერატურისადმი არსებულ ინტესეს