15 ეროვნული ხსნის დღე
ჰეიდარ ალიევი ენის, კულტურისა და სულიერების შესახებ
ეს ისტორია ხალხის მეხსიერებეში აღიბეჭდა 90-იანი წლების მოვლენებით, როდესაც აზერბაიჯანი დაშლის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. - დიდმა ჰეიდარ ალიევმა, რომელიც ხელისუფლებაში ხალხის დაჟინებული მოთხოვნით დაბრუნდა, გაბედულად აიღო თავისთავზე ქვეყნისა და ერის გადარჩენის მისია, მრავალწლიანი დაძაბულობისა და კონფლიქტების აღმოფხვრის საქმე. მან ბრწყინვალედ გაართვა თავი დასახულ ამოცანას და საბედისწერო მოვლენებით დაღდასმულ პერიოდში ქვეყანა გადაარჩინა დაშლასა და სამოქალაქო ომს . სწორედ ამიტომ 1997 წელს მილი მეჯლისის გადაწყვეტილებით 15 ივნისი გამოცხადდა ქვეყნის ოფიციალურ დღესასწაულად.
სახელმწიფოს მეთაურის მიერ ამ წლების განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებებზე, კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე გაჟღერებულმა იდეებმა დროთა განმავლობაში შეინარჩუნა თავისი ღირებულება და აქტუალობა.
გთავაზობთ ეროვნული ლიდერის ზოგიერთ გამონათქვამს, რომლებიც წლების განმავლობაში ერის მეხსიერებაში აღიბეჭდა და აფორიზმად იქცა:
* * *
„პატრიოტიზმი ადამიანის ზნეორბივი მდგომარეობაა. ის, ვისშიც ეს გრძნობა არ არსებობს, უზნეოა“
* * *
„ნებისმიერი ხალხის ეროვნულობასა და სულიერ ფასეულობებს იცავს და ავითარებს მისი ენა.“
* * *
„არ ცოდნა მშობლიური ენისა და მისი ვერშეფასება, უეჭველად, დიდი ცოდვაა.“
* * *
„ნებისმიერი ხალხი ენის მეშვეობით ყალიბდება. მაგრამ ხალხის ენის განვითარება და მსოფლიო კულტურის დონემდე აყვანა მის მოწინავე შვილების, მეცნიერებისა და ხელოვნების წარმომადგენელთა მუხლმოუყრელი მოღვაწეობის შედეგადაა შესაძლებელი.“
* * *
„შეუძლებელია მიაღწიო ნამდვილ ზნეობრიობას მილიონებისა და მილიარდების მეშვეობით. მაგრამ უზნეო ადამიანები, რომლებსაც მილიონები და მილიარდები გააჩნიათ, საზოგადოებისათვის არაფერს წარმოადგენენ.“
* * *
„ყველამ თავისი ადგილი უნდა იპოვოს ცხოვრებაში. მან უნდა იგრძნოს, რომ ის ადგილი სწორედ მას ეკუთვნის.“
* * *
„ვისი პრეტენზიებიც მის ცოდნასა და შესაძლებლობებს აღემატება, ყოველთვის მარცხდება.“
* * *
„ხელოვნების სფეროში ყველას თავისი ადგილი გააჩნია. სხვის ადგილს არავინ იკავებს.“
* * *
„ცხოვრებაში ღირსებასა და უღირსობას, პირად კეთილდღეობასა და საყოველთაო მოვალეობას ყველა თავად ირჩევს.“
* * *
„მან, ვინც მშობლიური ენა არ იცის, ხეიბარია.“
* * *
„იქ, სადაც ჭკუაა, ძალა აზრს კარგავს.“
* * *
„გზა - ეკონომიკასა და კულტურას, ერთი სიტყვით „ცხოვრებას“ ნიშნავს.”
* * *
„ხალხი იცნობა და მსოფლიო ერებს შორის თავის კუთვნილ ადგილს იკავებს მრავალი თვისებით, ამ თვისებებს შორის ყველაზე უნიკალური კულტურაა.“
* * *
„ხალხი, რომელსაც მაღალი კულტურა გააჩნია, ყოველთვის მოწინავე იქნება და იღორძინებს.“
* * *
„კულტურა საკაცობრიო საგანძურია, რომელიც ერების სულიერ სიმდიდრედ გვევლინება.“
* * *
„დიდია მეცნიერებისა და კულტურის როლი ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობის განმტკიცების საქმეში.“
* * *
„ხალხი იცნობა თავისი ინტელიგენციით, კულტურითა და მეცნიერებით.“
* * *
„ხალხს მარად უნდა ახსოვდეს თავისი ფესვები.“
* * *
„თუ ვინმეს წინააღმდეგ უსამართლობაა ჩადენილი, ეს უსამართლობა სამართლიანობით უნდა აღიკვეთოს. მაგრამ უსამართლობის წინააღმდეგ უფრო დიდი დანაშაულის ჩადენა, თვით ამ უსამართლობაზე უფრო უარესია.“
* * *
„მორალური უფლება უნდა გქონდეს იმისათვის, რომ ადამიანებს უხელმძღვანელო, ასწავლო და აღზარდო.“
* * *
„ადამიანმა ზნეობრიობისთვის უნდა იცხოვროს. ის ვინც ზნეორბიობას იცავს, უკვდავია.“
* * *
„ყველა ერთნაირი ვერ იქნება და ყველა ერთნაირად ვერ იაზროვნებს.“
* * *
„გამოჩენილი პიროვნებები მსოფლიოს უჩვენებენ ხალხის ნიჭს, მეცნიერებას, კულტურასა და სულიერებას.“
* * *
„შეუძლებელია ინტელიგენტურობა მასობრივი ხასიათისა იყოს. მეცნიერები, პოეტები, კომპოზიტორები, მხატვრები, მწერლები და არტისტები - განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული იშვიათი ადამიანები არიან.“
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.