არგენტინის რესპუბლიკის ელჩი მთარგმნელობით ცენტრში
მთარგმნელობით ცენტრს ეწვია არგენტინის რესპუბლიკის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი აზერბაიჯანში სერხიო პერეზ გუნელა და საელჩოს მრჩეველი კულტურის საკითხებში კორინა ლემანი.
შეხვედრის დროს საუბარი შეეხო აზერბაიჯანულ-არგენტინულ ლიტერატურული ურთიერთობების ფარგლებში გამოცემულ წიგნებსა და პროექტებს. ასევე მოხდა აზრთა გაცვლა პერსპექტიული გეგმებისა და პროექტების ირგვლივ, რომელთა განხორციელებაც სამომავლოდაა გათვალისწინებული.
შეხვედრის ბოლოს სტუმრებს საჩუქრად გადაეცა მთარგმნელობითი ცენტრისა და არგენტინის საელჩოს ერთობლივი ძალისხმევით გამოცემული წიგნი „ტანგოს ცეკვა - თავისუფლების წყურვილი”.
Qalereya
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.