სიკეთისა და სულგრძელობის განსახიერება

სიკეთისა და სულგრძელობის განსახიერება

არსებობს ასეთი თეორია, რომლის მიხედვითაც ადამიან სახელი გავლენას ახდენს მის მთელ ბედზე. ვერ ვიტყვი, რამდენად ამართლებს ეს თეორია რეალურ ცხოვრებაში, მაგრამ ცნებები, როგორიცაა სიკეთე და გულმოწყალეობა, ჩემთვის მართლაც მნიშვნელოვანი ცნებებია. ვფიქრობ, ფართო გაგებით, გულმოწყალეობა არის საუკეთესო და ერთ-ერთი ყველაზე ამაღლებული ადამიანური თვისება”. 

 

მეჰრიბან ალიევა

 

 

26 აგვისტო არის დღე, როდესაც აზერბაიჯანის პირველ ლედი და პირველ ვიცე-პრეზიდენტ მეჰრიბან ალიევამ ქვეყნიერებას მოევლინა.

ქალბატონმა მეჰრიბანმა თავისი ბრწყინვალე პიროვნული თვისებებითა და სოციალური და პოლიტიკური მოღვაწეობით დიდი ხანია მოიპოვა  ერის საყოველთაო სიყვარული. 2004 წლის 10 მაისიდან იგი ჩართულია ფართომასშტაბიან სოციალურ საქმიანობაში, როგორც ჰეიდარ ალიევის ფონდის პრეზიდენტი - მისი ამ სფეროში მოღვაწეობა დაიწყო პრობლემების შესწავლითა და მოგვარებით ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილისა, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება სოციალური დაცვა -  ასეთებს განეგუთვნებიან მშობლის მზრუნველობა მოკლებულინი, ობლები, დაბადებული ფიზიკური და გონებრივი- ფსიქოლოგიური ნაკლით, ინვალიდები, ასევე თალასემიითა და დიაბეტით დაავადებული ბავშვები, მარტოსული, ავადმყოფი მოხუცები, სახლები, სადაც ეს ადამიანები ცხოვრობენ, სკოლა-ინტერნატები  და სხვა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) აღმასრულებელი კომიტეტის სესიის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, მეჰრიბან ალიევა მიენიჭა ამ საერთაშორისო ორგანიზაციის პრიზი  დედის, ბავშვისა და ოჯახის ჯანმრთელობის დაცვისა და განმტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. ეს არის ერთ-ერთი იმ მრავალ ჯილდოთაგან, რომელიც სხვადასხვა დროს დაიმსახურა ქალბატონმა მეჰრიბანმა.

ასევე მაღალია საერთაშორისო ინტერესი მისი პიროვნებისა და მრავალმხრივი საქმიანობის მიმართ. მსოფლიო პრესტიჟული გაზეთთაიმსისმიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, მეჰრიბან ალიევას სახელი მსოფლიოს 5 ყველაზე ცნობილი აქტიური პირველი ლედის სიაში ელეონორ რუზველტისა და ჰილარი კლინტონთან ერთად ერთად მოხვდა. ცნობილი ჟურნალივოგიმეჰრიბანისადმი მიძღვნილ სტატიაში წერდა, რომ გი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი გემოვნები გამორჩეული ქალბატონია. გაზეთვაშინგტონ თაიმსშიგამოქვეყნებული სტატია მეჰრიბან ალიევას შესახებ ასეა დასათაურებულიაზერბაიჯანის პირველი ლედი: სანიმუშო ქალის განსახიერება მუსლიმი ქალებისთვის“. პირველი ლედი იყო ნომინირებული ტიტულისთვის "21- საუკუნის დიდებული ქალბატონი", რომელიც მიენიჭა ჩვენი დროის არაერთ გამოჩენილ ქალს, მათ შორის ინგლისის დედოფალ ელიზაბეტ II-, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონსა და დედა ტერეზას, რომელმაც მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა თავისი ქველმოქმედებით. ათეულობით ასეთ სტატიაში ხაზგასმულია, რომ ქალბატონი მეჰრიბანი აერთიანებს ისეთ უნიკალურ თვისებებს, როგორიცაა სილამაზე, კეთილშობილება, ინტელექტუალობა, სიკეთე, თანაგრძნობა და ადამიანებთან ურთიერთობის დამყარების უნარი.

ქალბატონი მეჰრიბანი ამჟამად დაბადების დღეს 28-წლიანი ოკუპაციისგან გათავისუფლებულ შუშაში, ლაჩინში, ქალბაჯარსა და ფუზულის რაიონებში ხვდება და თავისი უბადლო წვლილი შეაქვს ვანდალების მიერ განადგურებული ტერიტორიებზე სიცოცხლისა და ცხოვრების რიტმის აღდგენაში, - მკვიდრი მოსახლეობის მშობლიურ სახლებში დაბრუნებაში.

ქალბატონი მეჰრიბანი, როგორც აზერბაიჯანელი ქალის სრულყოფილებისა და სიკეთის განსახიერება, არის დამოუკიდებელი აზერბაიჯანული სახელმწიფოს ფუძემდებელი არქიტექტორის, ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევისა და მსოფლიოში ცნობილი ოფთალმოლოგი მეცნიერის ზარიფა ალიევას რძალი, ჩვენი ლიტერატურის გამოჩენილი კლასიკოსი მირჯალალ ფაშაევის შვილიშვილი, მეცნიერებისა და განათლების დიდი მოამაგის  აკადემიკოს არიფ ფაშაევისა და გამოჩენილი აღმოსავლეთმცოდნის აიდა ხანუმის უსაყვარლესი ასულიამასთან ერთად იგი გახლავთ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ერთგული მეუღლე და თანამებრძოლი,  რომელიც თავის მისიას დიდებულად  და ღირსეულად ასრულებს.

ვულოცავთ ძვირფას ქალბატონ მეჰრიბანს ამ ღირსსახსოვარ დღეს და ვუსურვებთ სულ ახალ-ახალ წარმატებებს ჩვენი დამოუკიდებელი აზერბაიჯანის აღორძინების

და სხვა ...