15 ივნისს ეროვნული ხსნის დღესთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის მთარგმნელობითმა სახელმწიფო ცენტრმა დაიწყო დოკუმენტური ვიდეოს-რგოლის ტრანსლირება სახელწოდებით „მსოფლიო ლიდერები ჰეიდარ ალიევის შესახებ“, რომელიც ასახავს მსოფლიოს ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის შესახებ.
სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრს ეწვივნენ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის წარმომადგენელი ბაქოში უფუკ თურგანერი, ჩრდილოეთ კვიპროსის ტურიზმის, ახალგაზრდობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის წევრი, ცნობილი მწერალი ჯეიჰან ოზიილდიზი, ცნობილი პოეტი და პროზაიკოსი სერკან სოიალანი.
ქუვეიტის ლიტერატურულმა პორტალმა ““FikrHur”” მა, ალჟირის “alharir.info”მ, სურიის „მოკლე მოთხრობამ“, ეგვიპტის „მოთხრობები და რომენიბმა“ და ირანის „ნურ მუჰამედმა და მედია ცენტრმა“ სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის „უახლესი აზერბაიჯანული ლიტერატურა“ პროექტის ფარგლებში გამოაქვეყნა უდროოდ გარდაცვლილი ახალგაზრდა ნიჭიერი მწერლის მაჰმუდ მეორის არაბულად თარგმნილი მოთხრობა - „უდროო სიკვდილი“.
ავსტრიის პოპულარულმა ლიტერატურულმა პორტალმა “Gedichtesammlung.net” მა სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის „უახლესი აზერბაიჯანული ლიტერატურა“ პროექტის ფარგლებში გამოაქვეყნა ახალგაზრდა ნიჭიერი პოეტის გისმეთის გერმანულად თარგმნილი ლექსები - „ვანგა - სიყვარულის თვალები“ „ღამის სასტუმრო“ და „პატიება“.
აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის მიერ მადრიდში გამოცემული წიგნი "Vida de personas notables – Heydar Aliyev" (გამოჩანილი პიროვნებების ცხოვრება - ჰეიდარ ალიევი) განთავსებულია ესპანეთის შემდეგ ცენტრალურ ბიბლიოთეკებსა და უნივერსიტეტებში.