აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითმა ცენტრმა დაიწყო შერჩევითი ტურები ქვეყანაში ენობრივი და მთარგმნელობითი მუშაობის გაუმჯობესებისა და ზეპირი თარგმანის სფეროში პროფესიონალი მთარგმნელების გამოვლენის მიზნით.
პოპულარულმა ბელორუსულმა ლიტერატურულმა პორტალმა “Stihi.by” მა გვერდი მიუძღვნა გამოჩენილი აზერბაიჯანელი პოეტის, ალიაღა ქურჩაილის რუსულად ნათარგმნ ლექსებს – „აღიარება“, „ზღვაც ადამიანივითაა“ და „გზა გამინათდა“. პუბლიკაციას თან ერთვის ინფორმაცია ავტორის შემოქმედების შესახებ.
პოპულარულმა ესპანურმა ლიტერატურულმა პორტალმა Trabalibros– მა გვერდი მიუძღვნა გამოჩენილი აზერბაიჯანელი მწერლის, მირ ჯელალის ესპანურად ნათარგმნ მოთხრობას – „ორი დედის შვილი“, რასაც თან ერთვის ინფორმაცია ავტორის შემოქმედების შესახებ.